დონალდ ტრამპმა თეთრი დროშა, ააფრიალა, ჩვენი ოჯახები მიატოვა და ჩაბარდა ამ ვირუსს, მაგრამ ამერიკელი ხალხი არასდროს დანებდება, ჩვენ არასდროს დავთმობთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატმა“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ფლორიდაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მან შეკრებილ მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადეების ტარებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პირბადეების ტარება ყველასთვის სავალდებულოა.
„ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, ეს არის პატრიოტული მოვალეობა,“- აღნიშნა ჯო ბაიდენმა.