აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ვიდეო ფორმატში შეხვედრა განმართეს, რომლის დროსაც პირობა დადეს, რომ ჩინეთის გავლენის წინააღმეგ და კლიმატის ცვლილების მოსაგვარებლად ერთად იმუშავებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
”შეერთებულ შტატებს კანადაზე უფრო ახლო მეგობარი არ ჰყავს, ამიტომ, როგორც პრეზიდენტს, პირველი სატელეფონო საუბარი და შეხვედრა სწორედ თქვენთან მქონდა,“- მიმართა ჯო ბაიდენმა ჯასტინ ტრუდოს.
ორსაათიანი საუბრის შემდეგ, ორმა ლიდერმა აღნიშნა, რომ მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავენ კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ და კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად, რომლის მიზანი 2050 წლისთვის ნახშირორჟანგის გამოყოფის ნულოვან ნიშნულამდე დაყვანაა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ლიდერები მჭიდროდ ითანამშრომლებენ მომარაგების ჯაჭვის უსაფრთხოებისა და მდგრადობის გასამყარებლად და პოსტ-პანდემიური ”ეკონომიკური აღდგენისთვის”, რომელიც ყველას სარგებელს მოუტანს.