აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც შეთანხმდნენ, რომ კოვიდ -19 პანდემიისა და სხვა გლობალური გამოწვევების გადალახვა მხოლოდ ახლო თანამშროლობის გზით არის შესაძლებელი.
ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ გერმანია მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა ევროპულ და ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო ამოცანების გადაჭრაზე.
ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა მეტი საერთაშორისო ძალისხმევა კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად. ლიდერებმა საგარეო პოლიტიკის საკითხებზეც, განსაკუთრებით ავღანეთსა და ირანთან დაკავშირებულ საკითხებზე, ისაუბრეს.