აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი ორეგონის ქალაქ პორტლანდში საპროტესტო აქციების დარბევის გამო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას „აღმაშფოთებელად ცუდი ტაქტიკა აქვს".
"ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ქაოსისა და განხეთქილების თესვა, გაუმჯობესების ნაცვლად საქმეები გაუარესდება", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
ცნობისათვის, ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში ანტირასისტული საპროტესტო აქციების სამართალდამცავების მიერ დაშლის ფაქტს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამართლებულ ნაბიჯად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ისინი ფედერალური საკუთრების დაცვას ცდილობდნენ.