აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მომავალი დებატების წინ დონალდ ტრამპისგან კორონავირუსზე ტესტის პასუხს მოითხოვს.
„მოვითხოვ, რომ დონალდ ტრამპმა ტესტი ჩაიტაროს. სხვათა შორის, აქ მოსვლამდე ტესტი ავიღე. ტესტს ყოველ დღე ვიკეთებ, ჩემს თავზე ნაკლებად ვნერვიულობ, უფრო მეტად ხალხზე ვფიქრობ,“- განაცხადა ბაიდენმა კითხვა-პასუხის სესიის დროს ABC News-ის ეთერში.
ცნობისათვის, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის საპრეზიდენტო დებატების გამართვა 22 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.