სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ "უნივერსთან" ერთად უპრეცედენტო პროგრამას იწყებს. პროგრამის ფარგლებში, ჯიპიაის ჯანმთელობის დაზღვევა, სხვა სამედიცინო მომსახურებებთან ერთად, უშვილობისა და ორსულობის განმეორებითი დანაკარგების პირველად დიაგნოსტიკას დაფარავს.
უნაყოფობასთან დაკავშირებული პირველადი გამოკვლევები, შეწყვეტილი ორსულობა, ასევე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტირება - ეს ის სერვისებია, რომლებსაც სტანდარტულად, აქამდე არც ერთი სადაზღვევო პაკეტი ითვალისწინებდა, თუმცა ამიერიდან ჯიპიაი ჰოლდინგის ჯანმრთელობის ინდივიდუალური და კორპორატიული დაზღვევის მფობელებს სრულად, 100%-ით დაეფარებათ. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენას კი - დაზღვეულები 50%-ნი თანადაფინასებით შეძლებენ.ჯიპიაი ჰოლდინგი არის ერთადერთი სადაზღვევო კომპანია ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ჯანმრთელობის ინდივიდუალურ დაზღვევას სთავაზობს. რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ უნივერსში შესაძლებელია რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ყველა სახის უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიღება. უნივერსში ქალსა და მამაკაცს თანაბარი შესაძლებლობები აქვთ ჩაიტარონ რეპროდუქციული დარღვევების სრულყოფილი, კომპლექსური თანამედროვე დონის შესაბამისი გამოკვლევა და მკურნალობა. კლინიკის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში.