ნორვეგიელი მუსიკოსის, მარი ულვენ რინგჰაიმის, სასცენო სახელით girl in red, ამერიკული სატელევიზიო დებიუტი ჯიმი ფელონის ღამის შოუში შედგა. არტისტმა გადაცემაში კომპოზიცია Serotonin შეასრულა. სინგლი მის სადებიუტო ალბომში If I Could Make It Go Quiet შედის, რომელიც 30 აპრილს გამოიცა.მარი ულვენ რინგჰაიმმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2016 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული წარმატება ამავე წელს პლატფორმა Souncloud-ზე ატვირთულმა სინგლმა I Wanna Be Your Girlfriend მოუტანა. 2021 წელს კი პოპ შემსრულებელმა სადებიუტო ალბომი If I Could Make It Go Quiet გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი ლგბტ თემის წარმომადგენელია და მისი სიმღერების დიდი ნაწილი სწორედ ჰომოსექსუალურ ურთიერთობებსა და მის ირგვლივ არსებულ სტიგმებს ეხება.