"ნაციონალური მოძრაობა" ჯიხაშკარში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რეაგირებას ელის. საკითხზე პარტია საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას მიმართავს, რომლის სხდომაც ოთხშაბათს არის ჩანიშნული. ჯიხაშკარში განვითარებულ მოვლენებს ოპოზიცია კორცხელის გამეორების მცდელობას უკავშირებს. "ნაციონალურ მოძრაობაში" დარწმუნებულნი არიან, რომ ვითარების დაძაბვას ქართული ოცნების ადგილობრივი ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთა ცდილობდა. სამეგრელოში გარკვეულმა ჯგუფმა სანდრა რულოვსის წინასაარჩევნო შეხვედრების ჩაშლა სცადა.