გაფიცული მძღოლების პროტესტი - სოფელ ჯიხაიში სამტრედია-ლანჩხუთის ავტომაგისტრალის მძღოლებმა აქცია გამართეს. ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ. მღოლების განცხადებით, საწვავის გაძვირებამ ხარჯებიც გაზარდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში,ისინი სამუშაოების შესრულებას არ აპირებენ. მათი თქმით, უკვე ერთი კვირაა რაც 70-მდე მძღოლია გაფიცული.