სტამბოლში დაკავებულ საქართველოს ხუთ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ პალიტრანიუსს სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსულის თანაშემწემ, ლალი ნაკაიძემ განუცხადა. მისივე ინფორმაცით, დაკავებულებს სახაზინო ადვოკატი იცავს. საქმის არსებითი განმხილველი სასამართლო პროცესი ჯერ ჩანიშნული არ არის. სტამბოლის პოლიციამ საქართველოს ხუთი მოქალაქე გუშინ დააკავა. როგორც საკონსულოში განმარტავენ, დაკავებულებს ჯგუფურ ყაჩაღობაში ედებათ ბრალი.
აღსანიშნავია, რომ 16 მაისს თურქმა სამართალდამცველებმა ხუთკაციანი ჯგუფი ანტალიაშიც დააკავეს, რომლებსაც ბრალად მანქანებისა და სახლების ძარცვა ედებათ.