ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის სამი საპასუხო მატჩი გაიმართა.
ზაგრების "დინამო" სახლში 2:0 მოგების შემდეგ აშკარა ფავორიტი იყო, მაგრამ "რუსენბორგს" დებიუტში დაწინაურებით, თითქოს შანსი გაუჩნდა, მხოლოდ თითქოს, რადგან ხორვატებმა მეორე ტაიმში ანგარიში გაათანაბრეს და ყველაფერი დასრულდა - 1:1.
"ოლიმპიაკოსმა" სტუმრადაც "კრასნოდარს" 2:1 სძლია და მიზანს უპრობლემოდ მიაღწია. ბერძნული გუნდი მეცხრამეტედ გავიდა ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე, რაც არა ტოპ 5 ლიგის ქვეყნების წარმომადგენლებში მეორე შედეგია.
"ცრვენა ზვეზდა" და "იანგ ბოიზი" 1:1 დაზავდნენ და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით, ორი შეხვედრის ჯამში სერბებმაიმარჯვეს.
ასე და ამრიგად, ჯგუფურ ეტაპზე ზაგრების "დინამო", "ოლიმპიაკოსი" და "ცრვენა ზვეზდა" გავიდნენ.
დღეს, 28 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის დარჩენილი სამი საპასუხო შეხვედრა გაიმართება.