ყარაჯალაში ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულის ცოლის მშობლების განცხადებით, მამაკაცი, რომელსაც თავს დაესხნენ და სცემეს, მათ შვილს სექსუალურ კავშირს აიძულებდა. თავის მხრივ, ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის ოჯახის წევრების განცხადებით, თუ დაშავებული ვერ გადარჩება, ისინი შურს იძიებენ და ფიზიკურად გაუსწორდებიან ყველა იმ პირს და მათი ოჯახის წევრებს, ვინც ჯგუფურ დანაშაულში იღებდა მონაწილეობას. ოჯახი იმ ახალგაზრდა ქალის დასჯასაც მოითხოვს, ვისთან კავშირიც 42 წლის მამაკაცზე ძალადობის მიზეზი გახდა.იხილეთ: რას ამბობს გაჩიანში გაუპატიურებული მამაკაცის დედა და როგორია დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა?