20-21 ივნისის მოვლენებისას ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებულ ოთხივე პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მათთვის აღკვეთის ღონისშიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, 6 ივლისს იმსჯელებს.