ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს - Palitra News

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

2018-06-23 13:17:43+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა.პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 3 ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო ვაზნები და ყაჩაღობის შედეგად წაღებული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.