ფილმ „ბოჰემური რაფსოდიის“ პროდიუსერი გრემ კინგი ჯგუფ Bee Gees-ის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს. ფილმის სცენარი ჯერ დაწერილი არაა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მას საპროდიუსერო კომპანია Sister-ი და კინოსტუდია Paramount Pictures-ი გადაიღებენ, რომელიც ბრიტანულ-ავსტრალიური ჯგუფის სიმღერებზე საავტორო უფლებებს ფლობს.