ბევრი პროფესიონალი ფოტოგრაფი აცხადებს, რომ ყველაზე ძნელია ახალშობილებისა და ცხოველების ფოტოგადაღება იმიტომ, რომ ისინი ძალიან ემოციურები და უშუალოები არიან. სიძნელის მიუხედავად, მათი გადაღება ძალიან სასიამოვნოა და საინტერესო, რადგან მათში უზომოდ დიდი პოზიტივი და ენერგიაა და ყველა ფოტო ბუნებრივი და არაჩვეულებრივი გამოდის.ყველა ფოტოგრაფს, რომელსაც შინაური ბინადარი ჰყავს, განსაკუთრებით უყვარს მათი გადაღება. ჯესიკა ტრინის (Jessica Trinh) ყველაზე მეტად ძაღლების გადაღება უყვარს.18 წლის ჯესიკა ქსელში თავისი ორი ძაღლის, ოქროსფერი რეტრივერი ჩაპისა და ავსტრალიური ნაგაზი დეიზის, ასევე სხვა მეტად მომხიბლავი ძაღლის საოცარ ფოტოებს აქვეყნებს. ჯესიკა უკვე რამდენიმე ხანია ახორციელებს შესანიშნავ პროექტს, რომლის ფარგლებში ქმნის ძაღლების მომაჯადოებელ პორტრეტებს. მისი ფოტოები ბედნიერებას ასხივებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანებისა და ცხოველების ემოციური გამოვლინების წარმოუდგენელ მსგავსებას.