„ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი ნომერი ვიქნები. მერწმუნეთ, რომ ამით არ არის განსაზღვრული ის ძალისხმევა, რომლითაც მე ვიბრძოლებ ამ გამარჯვებისთვის უახლოესი თვეების განმავლობაში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რომელი ნომერი იქნება პარტიის საარჩევნო სიაში.
მისი თქმით, ამ ეტაპზე პირველი ათეული ცნობილი არ არის.