22:28
6 ივლისი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
TOP
ჯერ კიდევ ძველი დროიდან და დღესაც ზოგიერთ რელიგიაში თვლიან, რომ ადამიანსა და მის პორტრეტს შორის იმდენად ძლიერია კავშირი, რომ ნახატის დაზიანებამ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა საფრთხეში ჩააგდოს - ნახეთ ცნობილი ნახატების იდუმალი ისტორიები
30-04-2022

გქონდეს საკუთარი პორტრეტი და თანაც ცნობილი და აღიარებული ავტორისგან შექმნილი ბევრისთვის ოცნებად რჩება. თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაშიც კი მოიძებნება არცთუ ცოტა ადამინი ,ვისაც გამოსაჩენ ადგილზე სწორედ ფერწერული ტილოს დაკიდება სურს. ზოგიერთი ინტერიერის გასალამაზებლად პეიზაჟს ან ნატურმორტს კიდებს, და არც კი ფიქრობს იმაზე, რომ თითოეული სურათი თავის ენერგეტიკას ატარებს. სპეციალისტები თვლიან , რომ ზოგიერთი ტილოს შექმნისას ბნელი და იდუმალი ძალები არიან ჩართული, უამრავი ცნობილი ტილოს ირგვლივ განსაცვიფრებელი და აუხსნელი მოვლენები ხდებოდა – ხანძარი, სიკვდილი, ავტორთა სიგიჟეები…

ერთ-ერთი მათგანია ესპანელი მხატვრის ჯოვანი ბრაგოლინის მართლაც, რომ დაწყევლილი ფერწერული ტილო – ”მტირალა ბიჭუნა”.
მხატვარს სურდა დაეხატა მტირალა ბიჭუნა და მენატურედ მისი პატარა შვილი მიიყვანა, რადგან პატარას დაკვეთით ტირილი არ შეეძლო,მამამისს კი რეალისტური სურათის დახატვა სურდა, უნთებდა რა თვალებთან ასანთს , სანამ ბავშვს ცრემლებამდე არ მიიყვანდა. მხატვარმა იცოდა, რომ მის შვილს პანიკურად ეშინოდა ცეცხლის,მაგრამ ხელოვნება მისთვის უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე საკუთარი შვილის ნერვები და ის კვლავ აგრძელებდა მის დაცინვას. ერთხელაც ისტერიკამდე მისულმა ბიჭუნამ ვეღარ მოითმინა და იყვირა : ”თავადაც დამწვარხარ”. წყევლამ არ დააყოვნა – 2 კვირის თავზე, ბიჭუნა პნევმონიისგან გარდაიცვალა, მალევე კი საკუთარ სახლში მხატვარი ამოიწვა. სურათი კი გადარჩა. ეს ამ სურათის მხოლოდ პრეისტორიაა…

თავის ბოროტი რეპუტაცია ამ რეპროდუქციამ 1985 წელს , ინგლისში შეიძინა. ეს კი უცნაური დამთხვევების წყალობით მოხდა – ჩრ. ინგლისში ერთი-მეორის მიყოლებით ხდებოდა საცხოვრებელი სახლების დაწვა, იყო მსხვერპლიც. ზოგიერთი დაზარალებული იხსენებდა, რომ მათი საკუთრებიდან გადარჩა მხოლოდ იაფი რეპროდუქცია, რომელზეც გამოსახული იყო მტირალა ბიჭუნა, ამგვარი ცნობები კი სულ უფრო იზრდებოდა. აღსანიშნავია, რომ ხანძარი ჩნდებოდა იმ ოთახიდან სადაც ეს სურათი იმყოფებოდა, ამას უბრალო და სულელურ დამთხვევად ჩათვლიდნენ, რომ არა ის ფაქტი, რომ ნახატის ირგვლივ უკლებლივ ყველაფერი ნადგურდებოდა , ნახატი კი დაუზიანებელი რჩებოდა. მალე მისი შეძენა საერთოდ აიკრძალა. სხვათაშორის ორიგინალი დღემდე დაკარგულად ითვლება.

სხვა ”ცეცხლოვან” შედევრად ითვლება მონეს ”წყლის ლილიები”. მისი პირველი მსხვერპლი თავად მხატვარი გახდა. სურათის დამთავრებიდან მალე მისი სამხატვრო ბეწვზე გადაურჩა დაწვას. გაურკვეველი მიზეზებით დაიწვა ნახატის ახალი მფლობელების- კაბარე მონმარტზე, ფრანგი მეცენატის სახლი, სადაც ხანძარი ზუსტად იმ ოთახში გაჩნდა, სადაც სურათი ეკიდა და ნიუ-ორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიც კი. ამჟამად სურათი იმყოფება საფრანგეთში, მორმორტონის მუზეუმში და თავისი ”ცეცხლსაშიში” შესაძლებლობანი არ გამოუვლენია…
 
დავინჩის ”ჯოკონდა” არამარტო აღფრთოვანებას, არამედ შიშსაც კი იწვევდა ადამიანებში. სურათი თითქოს გაურკვეველი სახით უარყოფითად მოქმედებს მნახველებზე, ვინც დიდი ხნით უყურეს მას. აღწერილია ასობით შემთხვევა, როცა ხანგრძლივად მოცქირალთ გონება დაუკარგავთ. ყველაზე გახმაურებული ფაქტი კი სტენდალს უკავშირდება, რომელსაც სურათის აღფრთოვანებით ცქერისას გული წაუვიდა. თავად მონა ლიზა, რომელიც მხატვართან პოზიორობდა ადრეულ ასაკში- 28 წლსა დაიღუპა, ხოლო თავად ოსტატი თითქოსდა შეპყრობილი იყო სურათით – მუდმივად ასწორებდა დეტალებს, უამრავჯერ გადახატა და შეასწორა, ხატვისას კი ხშირად გამოსცლია ძალა. მას არცერთ სურათზე ამდენი დრო არ დასჭირვებია, რაც ”ჯოკონდაზე” დასჭირდა, მიუხედავად ამისა თვლიდა, რომ რაც სურდა იმას ვერ მიაღწია…

შემდეგ ”დაწყევლილ” ნახატად , რომელიც ფართოდაა ცნობილი ითვლება კალიფორნიელი მხატვარ-სიურეალისტის ბილ სტოუნჰემის “Hands Resist Him” . მხატვარმა ის 1972 წელს დახატა , ძველი ფოტოდან რომელზეც თვითონ თავის პატარა დასთან დგას თავის მშობლიურ სახლთან: ნახატზე ბიჭუნა გაურკვეველი სახის ნაკვთებით და თოჯინა, ცოცხალი გოგოს სიმაღლით თითქოსდა გაიყინნენ მინის კართან , რომელიც შიგნიდან პატარა ბავშვების ნათითურებითაა. ამ სურათთან უამრავი შემზარავი ისტორიაა დაკავშირებული. პირველად სურათი ლოს-ანჯელეს ტაიმსის მფლობელმა და ხელოვნების დიდმა მოყვარულმა ნახა, რომელიც მალე დაიღუპა. შემდეგ ნახატი შეიძინა ამერიკელმა მსახიობმა ჯონ მარლიმ, რომელიც ასევე მალე გარდაიცვალა. სწორედ აქედან იწყება საინტერესო. დიდი ხნის მანძილზე სურათი დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მერე შემთხვევით ის ნაგავსაყრელზე იპოვეს. ოჯახმა, რომელმაც ის იპოვა სახლში მოიტანა და ბავშვის ოთახში დაკიდა. პირველივე ღამეს 4 წლის ბავშვი ტირილით მივიდა მშობლებთან და შესჩივლა, რომ სურათზე ბავშვები ჩხუბობენ და მდებარეობას იცვლიან. ოთახში დააყენეს კამერა, რომელიც მოძრაობაზე რეაგირებდა, იგი ღამე რამდენჯერმე ამოქმედდა. მალე სურათი აუქციონ eBay-ზე გაიტანეს, მათ მისამართზე შეშფოთებული წერილების ზღვა დადგა, სადაც მდგომარეობის გაუარესებაზე, გონების დაკარგვასა და გულის შეტევებზე საუბრობდნენ. eBay-ზე იდო გაფრთხილება, მაგრამ ცნობისმოყვარეთ ეს არ აშინებდა. სურათი გაიყიდა 1025 $-ად. იგი იყიდა კერძო სურათების გალერეის მეპატრონემ. ახლა მის მისამართზე მოდიოდა საჩივრები. მას 2 ამერიკელი ეგზორცისტიც დაუკავშირდა და თავისი საქმიანობა შესთავაზა. ხოლო ექსტრასენსები ამბობდნენ, რომ სურათიდან ბოროტება მოდიოდა. ზოგიერთი იხსენებდა ცნობილ მკვლელობას კალიფორნიის გორაკებზე. თითქოსდა ისინი ხედავდნენ ყმაწვილს მსუბუქ მაისურში გამოწყობილს, რომელსაც აჩრდილად დასდევდა პატრა გოგონა , თითქოსდა ბიჭი მას იცავდა. მათ ტომი და ლაურა ერქვათ და საოცრად ჰგავდნენ სურათზე გამოხატულ ბავშვებს.

იდუმალი მოვლენები ხდებოდა მათთან,ვინც შემთხვვით ”გააბრაზებდა” ედუარდ მუნკის ”კივილს”. ამ სურათის ღირებულება 70 მლნ.$ აღწევდა.ის ბევრი კოლექციონერის ოცნება იქნებოდა, რომ არა ერთი – ამბობდნენ , რომ ეს სურათი თითქოსდა შურს ძიობს ყველა თავის გამბრაზებელზე. მაგ: მუზეუმის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც შემთხვევით დაუვარდა სურათი , დიდხანს იტანჯებოდა თავის ტკივილებით, რომელმაც საბოლოოდ თვითმკვლელობამდე მიიყვანა. მუზეუმის სხვა თანამშრომელს, რომელსაც ასევე შემთხვევით დაუვარდა სურათი , რამდენმე დღის შემდეგ საშინელი ავარიის შედეგად რეანიმაციაში მოხვდა, მოტეხილი ქონდა თითქმის ყველაფერი. მუზეუმის ერთ-ერთ დამთვალიერებელს, რომელიც სურათს ხელით შეეხო, ძალიან მალე დაიწვა ხანძრის დროს. არსებობს უამრავი ისტორია ადამიანებზე, რომლებიც თუკი რამენაირად შედიოდნენ სურათთან კონტაქტში ავადმყოფობდნენ, ვარდებოდნენ მძიმე დეპრესიაში ან მოულოდნელად  იღუპებოდნენ .ამ სურათის ამგვარ ზემოქმედებას თავად მხატვრის ცხოვრებას უკავშირებდნენ, რომელიც სავსე იყო დაუსრულებელი ტრაგედიებითა და შემაძრწუნებელი ისტორიებით. მხატვარმა გადაიტანა თითქმის ყველა მისი ნათესავის სიკვდილი: დედა გარდაეცვალა ტუბერკულოზით როცა 5 წლისა იყო, საყვარელი და მოულოდნელად დაიღუპა , როცა ის 14 წლისა იყო, მალე ძმა დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი და შიზოფრენიით გარდაიცვალა. თავად მხატვარმა დეპრესია და ძლიერი ნერვული სტრესი გადაიტანა.

ჯერ კიდევ ძველი დროიდან და დღესაც ზოგიერთი რელიგიურ სწავლებაში იკრძალება ადამიანთა პორტრეტების ხატვა, თვლიან, რომ ადამიანსა და გამოსახულებას შორის იმდენად ძლიერია კავშირი, რომ ნახატის ნებისმიერმა დაზიანებამ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოს.
ფაქტია, რომ ნახატები განსაზღვრულ ენერგეტიკას ატარებენ, სხვა საქმეა შეუძლიათ თუ არა ამ ნახატებს ადამიანთა ცხოვრებაზე იქონიონ ზეგავლენა, დაანგრიონ იგი, გამოიწვიონ სერიოზული დაავადებანი და უფრო მეტიც გამოიწვიოს სიკვდილი და რა არის ეს – შთაგონება, ზებუნებრივი ძალა თუ უბრალოდ დამთხვევა ?!

 

AutoPlay
ნახეთ TOP 15 ყველაზე ლამაზი ქუჩა მსოფლიოში
02-07-2022
ცხენზე ამხედრებული მოთამაშეები ერთმანეთს უთავო და უფეხო თხის ჩონჩხს ეცილებიან, რათა ქულების მოპოვების მიზნით დანიშნულების ადგილას ჩააგდონ - ნახეთ ყველაზე უცნაური სპორტის სახეობები
25-06-2022
TOP - ჩიტის ბუდის სუპი, შემწვარი კალიები და ობობები, გველის ღვინო, საუკუნის კვერცხი და კიდევ 10 ყველაზე უცნაური კერძი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მიირთმევენ
18-06-2022
ნახეთ რომელია მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნები და რა არის მათი კეთილდღეობის საიდუმლო?
11-06-2022
ნახეთ ტოპ 10 საშინელებათა ჟანრის ფილმი
04-06-2022
ნახეთ რომელია ყველაზე საშიში ადგილები დედამიწაზე, რომელიც უსიამოვნო განწყობას იწვევს
28-05-2022
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები