ტაქსების მომსახურების გაძვირებაზე, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას დავით მესხიშვილი NEWSROOM-ში აფასებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე ამბობს, არასამთავრობოები ბევრად ადრე ვარაუდობდნენ ტაქსის საფასურის გაძვირებას. მისივე პროგნოზით, რეგულაციები ტაქსების რაოდენობას შეამცირებს.