რუსთავში კომპანია "ჯეოსთილის" მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარი აფეტქების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება შრომის დაცვის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო. კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით ინციდენტთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია შიდა მოკვლევა, "ჯეოსთილი ასევე დაფარავს დაშავებული მუშების მკურნალობის ხარჯებს. ორივე მათგანი ამ დრომდე რანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე კი ინდოეთის. მათ მე-3 და მე-4 ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ, ასევე დაზიანებული აქვთ სასუნთქი გზები. ორივე დაზარალებული გვიან ღამით რუსთავის საავადმყოფოდან თბილისში გადმოიყვანეს. მკურნალობის ხარჯებს კომპანია დაფარავს.
იხილეთ: