დღეს დილით, სამართალდამცავებმა მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე "ჯეოსელის" ოფისის გაქურდვის მცდელობა აღკვეთეს. მობილური ტელეფონების მოპარვის მცდელობის ფაქტზე უკვე დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ჯ. ს. და 1988 ა. ს. ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 29 დეკემბერს ჯ. ს. და ა. ს. იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე "ჯეოსელის" ოფისში მობილური ტელეფონების მოპარვას ცდილობდნენ.