"ჯეოსელის" ქსელში შეფერხება აღმოიფხვრა - Palitra News

"ჯეოსელის" ქსელში შეფერხება აღმოიფხვრა

2019-03-19 22:10:43+04:00

„ჯეოსელის“ ქსელში შეფერხება აღმოიფხვრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სილქნეტში“ განუცხადეს. ქსელში ხარვეზი დღის მეორე ნახევარში დაფიქსირდა, რასაც მომხმარებლების უკმაყოფილება მოჰყვა.„ხარვეზი დაფიქსირდა, დროებით შეფერხდა ინტერნეტის და ხმოვანი სიგნალის მომსახურება, ამჟამად ქსელი მუშაობს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „სილქნეტში“.