"ჯეოსელის" და "მაგთის" აბონენტებს ტარიფები ეზრდებათ. ორივე კომპანიას თავიანთი ტარიფები ექნებათ, როგორც აქამდე, თუმცა უკვე ნამატი ფასით. კერძოდ, კომპანია "სილქნეტის" ცნობით, რომელმაც "ჯეოსელი" გასულ წელს შეისყიდა, ახალი, გაზრდილი ტარიფი 1-ელი მარტიდან ამოქმედდება. ცვლილება ეხება თითქმის ყველა სატარიფო პაკეტს. ასევე აღსანიშნავია, რომ როგორც ორივე კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, მობილური ინტერნეტის სტანდარტული ტარიფი 70 თეთრიდან 10 თეთრამდე შემცირდება.ამასთან, კომპანიები აწესებენ მობილური ნომრის მომსახურების საფასურს, რომელიც „ჯეოსელის“ შემთხვევაში თვეში 20 თეთრი, ხოლო "მაგთის" აბონენტებისთვის 180 დღეზე - 1 ლარი იქნება. ნომრის მომსხურების საფასურის ფარგლებში, ანგარიშზე დადებითი ბალანსის შემთხვევაში თქვენი ნომერი მუდმივად აქტიური იქნება, ნომერი არ გაუქმდება და მომსახურებას შეუზღუდავად მიიღებთ.