ამერიკელი პოპვარსკვლავის, ჯენიფერ ლოპესის რიგით მეორე ალბომის J.Lo გამოსვლიდან 20 წელი გავიდა. ამის აღსანიშნავად 51 წლის არტისტმა ნამუშევარში შესულ ჰიტზე Love Don’t Cost A Thing გადაღებული კლიპის ცნობილი სცენა გააცოცხლა, რომელშიც იმის საჩვენებლად, რომ მისი სიყვარულის ყიდვა შეუძლებელია, არტისტი ძვირადღირებულ ტანსაცმელსა და სამკაულებს იშორებს.