ამერიკულმა კომპანიამ STX Entertainment რეჟისორ ლოურენ სკაფარის ნამუშევრის Hustlers პირველი თრეილერი გაავრცელა. კინოსურათში ცნობილი მომღერალი ჯენიფერ ლოპესი, ასევე, ჰიპ ჰოპ არტისტები Cardi B და Lizzo მონაწილეობენ. მუსიკოსები სტრიპტიზის მოცეკვავეებს ასახიერებენ. ფილმის პრემიერა 13 სექტემბერს შედგება.