იტალიის სუპერთასზე "იუვენტუსთან" შეხვედრისას აგრესიულობისათვის "მილანის" მწვრთნელი ჯენარო გატუზო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. მან მსაჯს შეურაცხყოფა მიაყენა და გარდა დისკვალიფიკაციისა 15 ათასი ევროთი დააჯარიმეს. მას "ჯენოასთან" სერია A-ს 22-ე ტურის თამაშზე სათადარიგოთა სკამზე ყოფნის უფლება არა აქვს. აგრეთვე დასჯილია როსონერის ექიმი მარიო ბროცი, რომელმაც არბიტრს შეურაცხყოფა მიაყენა.