თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთ-უკრიანის საზღვარზე სიტუაცია უკიდურესად სახიფათოა და რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს დაესხას თავს უკრაინას.
მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გეგმავს, რუსეთს დეესკალაციისა და დიპლომატიური გზის არჩევისკენ მოუწოდოს. ჯენ ფსაკიმ ხაზი გაუსვა, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეჭრას აირჩევს, ამას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება.
„რუსების გადასაწყვეტია, რომელ გზას აირჩევენ. შედეგები იქნება მძიმე, თუ ისინი დიპლომატიურ გზას არ დაადგებიან”, - განაცხადა ფსაკიმ.