თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთი ცდილობს უკრაინაში შეჭრის ყალბი საბაბი შექმნას. „გვაშფოთებს, რომ რუსეთის მთავრობა უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება, რამაც, შესაძლოა, ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიანი დარღვევები და ომის დანაშაულები გამოიწვიოს. ამ გეგმების ფარგლებში, რუსეთი ამზადებს საფუძველს, რომ შეთხზას შეჭრის საბაბი,“ - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ. მისი თქმით, რუსი სამხედროები ამ მოქმედებების დაწყებას სამხედრო შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე გეგმავენ.