ჯეკ შეპარდმა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადირებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ მსჯავრდებულმა სასამართლო პროცესზე თქვა. უარის შემდეგ პროცედურულად შეპარდი საქართველოში პატიმრობაში დარჩა.ამიერიდან საქმის შესწავლას მთავარი პროკურატურა დაიწყებს, საგამოძიებო უწყება იმ მასალებს გაეცნობა რომელიც დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში გამოიგზავნება.კანონის მიხედვით, სწორედ ამის შემდეგ პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს. კანონი არ ადგენს საქმის შესწავლის კონკრეტულ ვადას, თუმცა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.BBC-ს ინფორმაციით, 31 წლის შეპარდს 2018 წლის ივლისში 24 წლის შარლოტა ბრაუნის მკვლელობისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მსჯავრდებული სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა, რადგან 2018 წლის მარტში დიდი ბრიტანეთი დატოვა. მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ჯეკ შეპარდი საქართველოს დედაქალაქ თბილისში დააფიქსირეს.