კენგურუ - ავსტრალიის მთავარი სიმბოლო. ველურ ბუნებას მრავალი უცნაური წარმომადგენელი ჰყავს, მაგრამ კენგურუს გარეშე ცხოველთა სამყარო ნაკლებად საიტერესო იქნებოდა. ჩანთოსან ცხოველს სახელი ავსტრალიელმა აბორიგენებმა დარქვეს. პირველი ევროპელი კი ვინც ეგზოტიკური ცხოველი იხილა ჯეიმს კუკი იყო. მდედრი კენგურუსა და მისი ჩანთიდან თავამოყოფილი ნაშიერის დანახვაზე კუკი ძალიან დაფრთხა, რადგან ცხოველი ორთავიანი ურჩხული ეგონა.