ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის — No Time To Die-ს გამოსვლა კორონავირუსის პანდემიის გამო მესამედ გადაიდო.ფილმის პრემიერის ახალ თარიღად 2021 წლის 8 ოქტომბერი დასახელდა.ფილმი თავდაპირველად 2020 წლის აპრილში უნდა გამოსულიყო და პანდემიის გამო 2020 წლის ნოემბრამდე გადაიდო. თუმცა, პრემიერა ვერც ნოემბერში შედგა და 2021 წლის 2 აპრილამდე გადაიდო. ახლა კი, როგორც აღმოჩნდა, ფილმს მაყურებელი ვერც აპრილში იხილავს. No Time To Die ბოლო სურათია, რომელშიც დენიელ კრეიგი ლეგენდარული აგენტის როლს შეასრულებს.