თბილისში ჯეიმს ბლანტის კონცერტი გაიმართება. ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი მსმენელის წინაშე 26 მაისს მიხეილ მესხის სტადიონზე წარსდგება. 26 მაისს თბილისში მუსიკალურ ფესტივალში ბრიტანელ მომღერალთან ერთად, მონაწილეობას აფრიკული ჯგუფი The Parlotones, Young Georgian Lolitaz და LOUDspeakers-ი მიიღებენ. ბილეთების გაყიდვა 1 დეკემბერს 12:00 საათზე დაიწყება. ფესტივალზე დასწრების საშუალება 25 000-ზე მეტ ადამიანს ექნება. ბილეთების ფასი 120-დან 150 ლარამდე იქნება, ხოლო გოლდენ რინგის ბილეთის ღირებულება 325 ლარი იქნება. ამ სიახლით საქართველოში ოპერირებას კომპანია Black Pearl Live იწყებს, რომლის მიმართულებაც საერთაშორისო შემსრულებლების ჩამოყვანა არის.