ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი "ფეისბუქზე" საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება. მისი თქმით, "შეთანხმება მართლაც კარგი ამბავია, ქართველებისთვის და ყველა ჩვენგანისთვის საერთაშორისო საზოგადოებაში, ვისაც საქართველოს წარმატების ხილვა გვსურს".
ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა.