ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯეიკ სალივინი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის საფრთხე მაღალია და აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები მზად არიან სხვადასხვა გარემოებისთვის.
მისი თქმით, აშშ-ს, ნატოსა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებები გულწრფელი და პირდაპირი იყო და შეერთებული შტატები დიალოგის გასაგრძელებლად მზადაა, თუმცა მზადაა იმ შემთხვევისთვისაც, თუ რუსეთი სხვა გზას აირჩევს.
მან ხაზი გაუსვა, რომ რუსებთან ნებისმიერი პროგრესის მიღწევა „დეესკალაციის გარემოში“ უნდა მოხდეს და კვლავ მოუწოდა რუსეთს, უკრაინის საზღვრიდან ჯარი გაიყვანოს.