კომპანია Amazon-ის მფლობელმა ჯეფ ბეზოსმა მიმდინარე კვირის განმავლობაში მისი კორპორაციის 3 მილიარდ 100 მილიონი დოლარის ღირებულების აქცია გაყიდა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC-ი იუწყება.
მათი ინფორმაციით, ჯეფ ბეზოსმა მანამდე 4 მილიარდ 100 მილიონის აქცია გაყიდა. შედეგად კი მიმდინარე წელს ბეზოსმა აქციების გაყიდვიდან 7 მილიარდ 200 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ამასთან, ის ამ დრომდე ფლობს 54 მილიონ აქციას, რაც ჯამურად 170 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა.აღსანიშნავია, რომ ბეზოსმა 2019 წელს 2 მილიარდ 800 მილიონის აქცია გაყიდა.
ცნობისთვის, Amazon-ის შემოსავლებმა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 88 მილიარდ 900 მილიონი დოლარი შეადგინა. აღნიშნული 40%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლზე. კომპანიის მოგებამ 5 მილიარდ 200 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა წინა წელს ამავე პერიოდში 2 მილიარდ 600 მილიონი იყო.