კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი და მფლობელი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი მაკენზი ბეზოსთან ოფიციალურად განქორწინდა. დოკუმენტის თანახმად, მაკენზი ბეზოსმა Amazon-ის თითქმის 19 მილიონ 700 ათასი აქცია და შესაბამისად, 38 მილიარდ 300 მილიონი დოლარის აქტივები მიიღო. შედეგად ის მსოფლიოს მილიარდერთა რეიტინგში 22-ე ადგილზე განთავსდა.თავად ჯეფ ბეზოსს განქორწინების შემდეგ კომპანიის 12% დარჩა მფლობელობაში, რაც 114 მილიარდ 800 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. მიუხედავად ამისა, ის მაინც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად დარჩა.
ცნობისთვის, ბეზოსებმა განქორწინების შესახებ იანვარში გამოაცხადეს.