04:23
9 აპრილი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ჯეფ ბეზოსი კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად 10 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს
18-02-2020

"ამაზონის" გენერალური დირექტორი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად 10 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს. აღნიშნული განცხადება მან სოციალურ ქსელ "ინსტაგრამის" მეშვეობით გაავრცელა.

ბეზოსის თქმით, შემოწირულობა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ სამეცნიერო კვლევებსა და გარემოსდაცვით ღონისძიებებს მოხმარდება. ამ პროექტების დაფინანსება კი, თანხის გამოყოფისთანავე, ზაფხულიდან დაიწყება.

"კლიმატის ცვლილება ჩვენი პლანეტის ყველაზე დიდი საფრთხეა. მსურს მის შესაჩერებლად საკუთარი წვლილი შევიტანო და ერთად მოვძებნოთ გზა, რომელიც პლანეტის გადარჩენაში დაგვეხმარება. ჩვენ დავაფინანსებთ მეცნიერებს, აქტივისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ბუნებრივი სამყაროს დაცვას ცდილობენ. ჩვენ ერთად შევძლებთ პლანეტის გადარჩენას" - დაწერა ბეზოსმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ჯეფ ბეზოსოს ქონება Forbes-ის მიხედვით 131 მილიარდს შეადგენს, კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად გამოყოფილი დაფინანსება კი, მისი ქონების 8%-ია.

AutoPlay
მარინა ეზუგბაია პიკური მდგომარეობისგან თავის არიდების შესაძლებლობაზე საუბრობს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობაზე
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
გაგრაში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
გაეროს პრესმდივანი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისამართით კრიტიკას ეხმაურება
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
რეჯეფ ტაიფ ერდოღანი - არ არსებობს ვირუსი, ეპიდემია, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე ძლიერია
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობა დატოვა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები