16:24
25 აპრილი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ჯეფ ბეზოსი გამოცემა The National Enquirer-ს შანტაჟში ადანაშაულებს
11-02-2019

Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი ტაბლოიდურ გამოცემა The National Enquirer-ს შანტაჟში ადანაშაულებს. ბეზოსის თქმით, გამოცემა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ფოტოების გამოქვეყნებით იმუქრება.
Amazon-ის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ მან შანტაჟის შეტყობინება გამოცემის მფლობელი კომპანია American Media-სგან მიიღო. როგორც ბეზოსი აცხადებს,  აღნიშნულმა კომპანიამ  მოსთხოვა, რომ ტაბლოიდის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეწყვიტოს და განაცხადოს, რომ გამოცემის მიერ მის შესახებ გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაცია პოლიტიკურად მოტივირებული არ იყო.
შეგახსენებთ, რომ ბეზოსი 25-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გასულ თვეს თავის მეუღლეს დაშორდა. სწორედ ამის შემდეგ გამოცემა National Enquirer-მა ბეზოსის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ბეზოსი და ყოფილი ტელეწამყვანი ლორენ სანჩესი ერთმანეთს ხვდებოდნენ. საუბარი იყო მათ შორის სასიყვარულო შინაარსის მიმოწერის გავრცელებაზეც. ბეზოსმა კი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხვდა გამოცემის ხელში მისი პირადი მიმოწერები, საქმე აღძრა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები