"ჯაველინების" სისტემა უკვე საქართველოშია. მისი შეძენის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ახლო მომავალში მომზადება დაიწყება, რათა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა იმ უნარების დაუფლება შეძლონ, რაც ამ სისტემის გამოყენებისთვის არის აუცილებელი. ლევან იზორიამ საქართველოში ამერიკის ელჩს მისსავე უწყებაშო უმასპინძლა. საუბარი შეეხო სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად თავდაცვის სფეროში განხორციელებულ პროექტებს. . შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე , აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი, და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი დაესწრნენ.