ჯავახეთის ქუჩის გზაგამტარზე, აეროპორტის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა 100 დღით შეიზღუდება. განცხადებას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ჯავახეთის ხიდებზე ტრანსპორტით გადაადგილება მიმდინარე საგზაო-სარემონტო სამუშაოების გამო შეიზღუდა. აეროპორტის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება გზაგამტარის პანდუსიდან ჯავახეთის ქუჩის გავლით.