ვერავინ უარყოფს ფაქტს, რომ ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე გეგმავდა ადამიანის მკვლელობას, ეს დაადასტურა ირაკლი მამალაძემ და როგორც ჩანს, ამის გამო აღმოჩნდა ცილისწამების მსხვერპლი, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება მოწმეზე ზემოქმედების ფატქზე, რისი საფუძველიც ირაკლი მამალაძის განცხადება გახდა. ამასთან, პროკურორის თქმით, მოწმეებზე უსაფუძვლო ინფორმაციების გავრცელება მიზნად ისახავს სანახაობის მოწყობას და სასამართლოს ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლას.