ნობილმა მსახიობმა და მომღერალმა, ჯარედ ლეტომ 17 მარტს ტვიტერზე დაწერა, რომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ სულ ახლახანს გაიგო.
როგორც აღმოჩნდა, განსაკუთრებული მედიტაციით იყო დაკავებული და გარესამყაროს სიახლეებთან წვდომა არ ჰქონდა:
12 დღის წინ დავიწყეთ ჩუმი მედიტაცია უდაბნოში. ჩვენ სრულიად იზოლირებულები ვიყავით: არც ტელეფონი ან სხვა რაიმე კომუნიკაციის საშუალება არ გვქონია. წარმოდგენა არ გვქონდა, თუ რა ხდებოდა მსოფლიოში". სრულიად განსხვავებულ სამყაროში აღმოვჩნდი — ის სამუდამოდ შეიცვალა.