ქართველმა ნახევრმცველმა ჯანო ანანიძემ მოსკოვში "კრილია სოვეტოვში", სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და გუნდის ფეხბურთელი გახდა. ანანიძე "კრილიაში" 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ჯანო "სპარტაკმა" სამარულ გუნდში სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა. ხელშეკრულების მიხედვით მას ამ პერიოდში "სპარტაკის" წინააღმდეგ თამაშის უფლება არ აქვს. ანანიძე "სპარტაკის" შემადგენლობაში 2017 წელს რუსეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო როდესაც 2013/2014 წლების სეზონში "როსტოვში" იყო განათხოვრებული, რუსეთის თასის მოიგო და მაშინ იმ გუნდს "კრილიას" ამჟამინდელი თავკაცი მიოდრგ ბოჟოვიჩი წვრთნიდა.