კორონავირუსის დამატებითი, ე.წ. “ბუსტერ” დოზით მთელი მოსახლეობის აცრა საჭირო არ არის, - ამის შესახებ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერების ერთობლივ სტატიაშია აღნიშნული, რომელიც სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერების განმარტებით, ე.წ. „ბუსტერ“ დოზასთან დაკავშირებით მეტი მტკიცებულებაა საჭირო.