15:16
7 ივლისი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ჯანმო-ს ხელმძღვანელი - უარესი ჯერ კიდევ წინ არის - ძალიან ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ეპიდემიის დასრულებასთან ახლოსაც კი არ ვართ
30-06-2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ კორონავირუსით მსოფლიოში კიდევ ბევრი ადამიანი დაინფიცირდება, თუკი ქვეყნების მთავრობები სწორი პოლიტიკის განხორციელებას არ დაიწყებენ.

"მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ქვეყანამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია, პანდემიის ტემპი მაინც იზრდება. ჩემი მთავარი გზავნილია: ტესტი, კონტაქტების კვლევა, იზოლირება და კარანტინი", - აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, ვირუსთან ბრძოლაში წარმატების მიღწევას „გლობალური სოლიდარობის“ არარსებობა და „გაყოფილი მსოფლიო“ უშლის ხელს.

"გლობალური სოლიდარობის არარსებობა და გაყოფილი მსოფლიო ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. უარესი ჯერ კიდევ წინ არის. ძალიან ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ასეთ გარემოსა და პირობებში უარესის შიში გვაქვს", - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ცნობისათვის, Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 10 412 421 ადამიანია დაინფიცირებული, აქედან დაღუპულია 508 228 და გამოჯანმრთელებულია 5 668 668 ადამიანი.

AutoPlay
რუსეთში კორონავირუსის 6 368 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 198 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 6 წუთის წინ
სომხეთში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა
გამოქვეყნდა 6 წუთის წინ
ჯანმო - ჩინეთში ბუბონური შავი ჭირის გავრცელების მაღალი რისკი არ არსებობს
გამოქვეყნდა 7 წუთის წინ
ამერიკის მიერ საქართველოსთვის სანქციების შესაძლო დაწესებას დეპუტატები ეხმაურებიან
გამოქვეყნდა 11 წუთის წინ
ინფორმაცია, რომ ნინო გიორგობიანმა შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფის წამოსაყვანად „შკოდას“ ავტომობილი გააგზავნა, ტყუილია - ვლადიმერ ბორცვაძე
გამოქვეყნდა 20 წუთის წინ
ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, თუ ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძესთან გამოძახებაზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა გამოიკვეთება, საქმე პროკურატურას გადაეცემა
გამოქვეყნდა 37 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები