13:48
24 ოქტომბერი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ჯანმო-ს ხელმძღვანელი - სკოლების დახურვა უკიდურეს შემთხვევაში და დროებით უნდა მოხდეს
16-09-2020

სკოლების დახურვა უკიდურეს შემთხვევაში და დროებით უნდა მოხდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ონლაინ კონფერენციის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, სკოლები ლოკალურ დონეზე, მხოლოდ იმ ტერიტორიაზე უნდა დაიხუროს, სადაც კორონავირუსის გავრცელება ინტენსიურად ხდება. იმ სკოლებში კი, რომლებიც იხსნება, უსაფრთხოების დაცვა პრიორიტეტი უნდა იყოს.

„მილიონობით ბავშვი სკოლის გარეშეა დარჩენილი. ყველას გვსურს მათი სკოლაში დაბრუნება და ასევე გვსურს, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ სკოლები უსაფრთხოა," - განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

ცნობისათვის, UNICEF-ის მიერ ორი დღის წინ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 51 ქვეყანაში 872 მილიონამდე ბავშვი კორონავირუსის პანდემიის გამო დახურულ სკოლებში ჯერ არ დაბრუნებულა, აქედან 463 მილიონ ბავშვს ხელი არც დისტანციური სწავლის რომელიმე ფორმაზე მიუწვდება.

AutoPlay
რუსეთში კორონავირუსის 16 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 296 პაციენტი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 27 წუთის წინ
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება მოწინააღმდეგის რამდენიმე საყრდენი პუნქტის განადგურების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას
გამოქვეყნდა 29 წუთის წინ
სომხეთში კორონავირუსის 2 213 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 12 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 30 წუთის წინ
თავდაცვის მინისტრი ხონში დასრულებულ ინფრასტრუქტურულ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
გამოქვეყნდა 30 წუთის წინ
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ 14 კოვიდინფიცირებული ორსული მკურნალობს
გამოქვეყნდა 31 წუთის წინ
ვრცელდება "საქართველოს ბანკის" თავდამსხმელისა და ავთანდილ გალდავას დიალოგის ახალი კადრები
გამოქვეყნდა 49 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები