ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამეცნიერო მისია ჩინეთის ქალაქ ვუჰანში ჩასვლას და კორონავირუსის წარმოშობის საკითხის შესწავლას მომავალ თვეში გეგმავს.
The Guardian-ის ცნობით, ჯანმო-ს 10-კაციანი გუნდი ჩინელ მეცნიერებთან ერთად შეეცდება დაადგინოს, როგორ გადავიდა კორონავირუსი ცხოველიდან ადამიანში და წარმოიშვა თუ არა ის ნამდვილად იქ, სადაც აქამდე ფიქრობდნენ.
გავრცელებული ინფორამციით, მეცნიერები ვუჰანში 4-5 კვირის განმავლობაში იმუშავებენ.
მეცნიერების უმეტესი ნაწილი მიიჩნევს, რომ კოვიდ 19 პირველად ჩინეთის ქალაქ ვუჰანში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა და მისი წარმოშობა ცხოველების ბაზარს უკავშირდება.