ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამჟამად მსოფლიოში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო 102 პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 8 პოტენციური ვაქცინა კლინიკური ცდებისთვის უკვე დამტკიცებულია, მათგან ოთხზე - ჩინეთში, ერთზე - დიდ ბრიტანეთში, ერთზე - აშშ-ში, ერთზე კი - აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებში ერთობლივად მუშაობენ.
ცნობისათვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა პირველმა „ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტებმა“ 16 მარტს დაიწყო.