ჯანმო - მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული დღიური მატება დაფიქსირდა - Palitra News

ჯანმო - მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული დღიური მატება დაფიქსირდა

2020-09-14 09:05:54+04:00

მსოფლიოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 307 930 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ს კიდევ 5 537 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფიცირების ყველაზე მეტი რაოდენობა - 94 000 ახალი შემთვევა ინდოეთში გამოვლინდა, აშშ-ში - 45 500, ბრაზილიაში კი - 43 700.

ჯანმო-ს ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი ბოლოს 6 სექტემბერს დაფიქსირდა. Worldometers-ის მონაცემეით, მსოფლიოში სულ 29.1 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა დღემდე, მათგან კოვიდ 19-ს 928 000-ზე მეტი პირი ემსხვერპლა, 21 მილიონი პაციენტი კი განიკურნა.