ჯანმო - მსოფლიოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა - Palitra News

ჯანმო - მსოფლიოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

2020-07-18 11:14:22+04:00

მსოფლიოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 237 743 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, პანდემიის დაწყების დროიდან, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია, - ამ ინფორმაციას „როიტერსი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე განცხადებით, მსოფლიოში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 13 616 593-ს მიაღწია. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსს კიდევ 5 682 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი 585 727-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი გასულ კვირას დაფიქსირდა, როდესაც მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების 230 370 ახალი შემთხვევა დადასტურდა.